პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და ღონისძიებები განიხილა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის აღდგენის თითქმის 70%-იანი მაჩვენებელი 2019 წლის შემდგომ, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღნიშნული შედეგები თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს.

ყურადღება დაეთმო ბაზარზე საწვავის ფასებს. პრემიერ-მინისტრს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ბაზრის შესწავლის შუალედური  ანგარიში და სააგენტოს რეკომენდაციები წარუდგინა, აღნიშნულისთაობაზეკონკურენციისსააგენტომპრემიერისინიციატივითიმუშავა.

ამასთან, საუბარი შეეხო მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა მზის, ქარის, ჰიდროელექტრო სადგურების და თბოელექტროსადგურების პროექტებზე.

აგრეთვე, საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს, ყურადღება დაეთმო კურორტების განვითარების გეგმას.

შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს სამსახური

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…